არგენტინასა და საქართველოს შორის, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი

 

13 ნოემბერს არგენტინის ტურიზმის სამდივნოში ხელი მოეწერა სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და არგენტინის რესპუბლიკის ტურიზმის სახელმწიფო სამდივნოს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.

მემორანდუმს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სახელით ხელი მოაწერა არგენტინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა, ხოლო არგენტინის რესპუბლიკის ტურიზმის სახელმწიფო სამდივნოს სახელით ტურიზმის სახელმწიფო მდივანმა, გუსტავო სანტოსმა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.