ანსამბლ „შავნაბადას“ მუსიკაზე გერმანიაში სპექტაკლი იდგმება  

ქორეოგრაფიული სპექტაკლი, სახელწოდებით „კოდი“ ქართული და მსოფლიო კულტურის ერთგვარ სინთეზს წარმოადგენს.

ქართველი და გერმანელი ხელოვანების მიერ შექმნილი სპექტაკლი  აერთიანებს ქორეოგრაფიასა და მუსიკას, ტრადიციულ ქართულ მელოდიებს  თანამედროვე  ელემენტებით.

თეატრალურ წარმოდგენაში პირველად მიიღებს მონაწილეობას  ფოლკლორული ანსამბლი “შავნაბადა”, დათო ცინცაძის ხელმძღვანელობით. ასევე მონაწილეობენ ნათია ბუნტური, ირაკლი დვალი და “სოსანი – ცეკვის თეატრი”.

სპექტაკლის  პრემიერა 27-28 ნოემბერს გერმანიაში თანამედროვე ცეკვის ფესტივალზე – “რეგენსბურგის ცეკვის დღეების” ფარგლებში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები