,,მუსიკალური მოგზაურობა საქართველოში” – ანსამბლი ,,მერანი” ანტვერპენში კონცერტს გამართავს

,,მუსიკალური მოგზაურობა საქართველოში და სიმღერა მეგობრობაზე”  – ასე ჰქვია კონცერტს, რომელსაც 22 ნიდერლანდელი მუსიკოსისაგან შემდგარი ანსამბლი ,,მერანი” ბელგიის ქალაქ ანტვერპენში 13 ნოემბერს გამართავს.

საღამოზე შესრულდება როგორც ქართული ტრადიციული ფოლკლორული სიმღერები, ასევე ქართელი კომპოზიტორების მიერ შექმნილი უკვდავი მუსიკა.

ანსამბლი „მერანი“ დირიჟორმა ქეთი წიკლაურმა ივო ბოსვაიკთან ერთად, რამდენიმე წლის წინ   ჩამოაყალიბა. ჰოლანდიელმა მომღერლებმა, საქართველოში სტუმრობის შემდეგ, თავად გადაწყვიტეს მხოლოდ ქართული სიმღერების შესრულება.

2018 წლის ოქტომბერში, ანსამბლს პირველი ტურნე საქართველოში ჰქონდა. სამი კონცერტი თბილისში, მარნეულსა და ქუთაისში გაიმართა. 2020 წლისათვის  „მერანი“ კიდევ ერთი გასტროლით ეწვევა საქართველოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.