პარიზის კლასიკური ცეკვის ვარსკვლავთა ასოციაციამ ეთერ ფაღავას საღამო მიუძღვნა

პარიზის კლასიკური ცეკვის ვარსკვლავთა ასოციაციამ, პარიზის ოპერის ეროვნული სკოლის დარბაზში, საფრანგეთის ოპერის ვარსკვლავს ეთერ ფაღავას საღამო მიუძღვნა. საღამოზე ეთერ ფაღავამ გაიხსენა კარიერის დასაწყისი და ბალეტის ცნობილი კორიფეები, რომელთან ერთადაც ან მოსწავლედ, ან სცენაზე პარტნიორად მოუწია ურთიერთობა.

მან დიდი სიყვარულით და სიამაყით ისაუბრა ქართულ წარმომავლობაზე, მის წარმატებასა და შემოქმედებით დღეგრძელობაზე ქართული კულტურისა და ქართული ფესვების წვლილზე. გაიხსენა თბილისის ოპერაში ჟიზელის პარტია და ლეგენდარული ვახტანგ ჭაბუკიანი.

XX საუკუნის ფრანგული ბალეტის ვარსკვლავი ეთერ ფაღავა დაიბადა პარიზში, 1932 წელს. ის იყო საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი ხელისუფლის, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი. ეთერ ფაღავა 4 წლის ასაკიდან ცეკვავს. სასცენო მოღვაწეობა დაიწო 12 წლის ასაკში. 1947 წლიდან იყო “მონტე–კარლო გრან–ბალე”–ს(მარკიზ დე კუევას საბალეტო დასი) სოლისტი. ის გახდა ბალეტის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ბალერინა–სოლისტი. 1970 წელს დააარსა საკუთარი საბალეტო დასი “Les Ballets Ethery Pagava”.

ეთერ ფაღავა იყო ერთ–ერთი პირველთაგანი, რომელმაც გაიტანა საბალეტო ცეკვა მასებში. 20 წლის მანძილზე ყველა სოციალური ფენის ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის დგამდა საბალეტო წარმოდგენებს, თავის მეუღლესთან, მომღერალ ჟაკ დუესთან ერთად. თანამშრომლობდა: იტალიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის დასებთან და ცნობილ ქორეოგრაფებთან, კომპოზიტორებთან, მხატვრებთან და რეჟისორებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები