ბიზნესის კეთების სიმარტივით,190 ქვეყანას შორის, საქართველო მე-7 ადგილზეა

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული Doing Business 2020-ის მონაცემებით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით, მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის 83.7 ქულით მე-7 ადგილზეა.

ანგარიშის თანახმად, საქართველო საუკეთესო ათეულშია და წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, შვედეთი, გერმანია და სხვა.

აღნიშნულ რეიტინგში ახალი ზელანდია ლიდერობს, ბოლო ადგილზე კი, სომალი მოხვდა.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს, აზერბაიჯანს რეიტინგში 76.7 ქულით 34-ე პოზიცია უჭირავს, სომხეთი კი – 74.5 ქულით 47-ე ადგილზეა.

მსოფლიო ბანკი ბიზნესის კეთების რეიტინგს 2003 წლიდან აქვეყნებს. კვლევაში მსოფლიოს 190 ქვეყანაა ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები