მაინის ფრანკფურტში გენერალური კონსული დიუსელდორფის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ლევან დიასამიძემ შეხვედრა გამართა დიუსელდორფში არსებული ქართული საკვირაო სკოლის აღსაზრდელებთან და პედაგოგებთან, ასევე ადგილობრივი ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

კონსული დიუსელდორფის წმ. ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართულ მართმადიდებლურ ეკლესიასთან არსებულ ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს, საჩუქრად გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოები.

მან ასევე შეხვედრა გამართა დიუსელდორფის წმ. ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართულ მართმადიდებლურ სამრევლოსთან, წინამძღვარ მამა ისესთან და ადგილობრივ ქართულ სათვისტომოს წარმომადგენლებთან.

დიუსელდორფში არსებულ ქართულ საკვირაო სკოლაში ამჟამად 60-ზე მეტი სხვადასხვა ასაკის ქართველი ბავშვი ეუფლება ქართული ენასა და ლიტერატურას, მეტყველებას, მართლწერას. სკოლაში ასევე ტარდება ქართული ენის გაკვეთილები ქართულის შესწავლით დაინტერესებულ უცხოელთათვის და ფუნქციონირებს ქართული ცეკვის სტუდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები