ლონდონის ქვევრის ღვინის ფესტივალზე 20 სახეობაზე მეტი ქართული ღვინო იქნება წარმოდგენილი

ლონდონი ქვევრის ღვინის ფესტივალისთვის ემზადება. 19 ოქტომბერს ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ბრიტანელი იმპორტიორების მიერ, საგულდაგულოდ მოძიებული და იმპორტირებული 20 სახეობაზე მეტი ქართული ქვევრის ღვინო.

ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ და შეუხამონ ღვინო, ქართულ ტრადიციულ კერძებს.

ღონისძებაზე მისული სტუმრები ღვინის დაგემოვნებასთან ერთად, ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, უფრო მეტს შეიტყობენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული ცეკვებიც. მათვის, ვისაც სურვილი ექნება უფრო დეტალურად შეისწავლოს ქვევრის ღვინო და ქვევრის ღვინის დამზადების მეთოდი, საშუალება ექნებათ დაესწრონ ქართული ღვინის 8 სახეობის მასტერკლასს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები