შოტლანდიაში, ქართული ცენტრი სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს

შოტლანდიაში, ქალაქ გლაზგოში, ქართული ცენტრის ორგანიზებით, 26 ოქტომბერს შეხვედრა გაიმართება. ცენტრის ხელმძღვანელი მაია გიგიბერია ქართველ სტუდენტებს უმასპინძლებს.

შეხვედრაზე განხილული იქნება ქართული კულტურული ღონისძიების გეგმა, რომელზეც დაწვრილებით ისაუბრებენ მხარეები.

შოტლანდიაში, ქართული ცენტრის მისიაა ორ ქვეყანას შორის, ურთიერთობების გაღრმავება, ქართული უნიკალური კულტურისა და ისტორიის წარმოჩენა, საქართველოს და შოტლანდიაში მცხოვრები ქართველების დაახლოება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები