ჩრდ. ამერიკის ქართული სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის 10 წლის იუბილე აღინიშნება

ფილადელფიაში ჩრდილოეთ ამერიკის ქართული სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის 10 წლის იუბილე აღინიშნება. 19 ოქტომბერს, საღამოს 5 საათზე, გაიმართება საიუბილეო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ამერიკის და კანადის სიმღერის და ცეკვის ანსამბლები.

20 ოქტომბერს კი, დილის 10 საათზე, მიტროპოლიტი შიო აღავლენს სადღესასწაულო ლიტურღიას წმინდა სინოდის წევრებთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, პოკონოს წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში.

მსახურების შემდეგ, გაიმართება საზეიმო ტრაპეზი. ტრადიციისამებრ დაიწურება ყურძენი და დამზადდება ჩურჩხელები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები