მონმარტრის რთველის დღესასწაულში მონაწილეობა პარიზის ქართულმა ასოციაციამ მიიღო

პარიზის ქართულმა ასოციაციამ ,,ქართველთა კულტურის კერა ლაზი“ მე-10 ედ მიიღო მონაწილეობა პარიზში, მონმარტრის რთველის დღესასწაულში. დღესასწაული წელს 86-ედ ჩატარდა. ღონისძიებას სახელად ,,ფერების დღესასწაული“ შეურჩიეს და თემატურად, მონმარტრის გრძელი კიბეები ულამაზესი ფერებით მოხატეს.

ტრადიციულად, დღესასწაული 5 დღე გრძელდება და სხვადასხვა ღონისძიებებითაა დახუნძლული, ერთ-ერთი მათთგანია დიდი მსვლელობა მონმარტრის ქუჩებში. ამ მსვლელობას კი უკვე მერამდენედ ამშვენებს ქართულ სამოსში გამოწყობილი პარიზის ქართული ასოციაცია ,,ქართველთა კულტურის კერა ლაზი“.

,,მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა მონაწილეს და განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდა მოცეკვავეებს, რომლებიც ყოველთვის ხიბლავენ და სიამოვნებას გვრიან ფრანგ მაყურებელს“ – ნათქვამია ასოციაციის ოფიციალურ  გვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.