შარდენზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართება

თბილისში, შარდენზე 12 ოქტომბერს „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობენ ქართული ღვინის მწარმოებელი როგორც დიდი კომპანიები, ასევე მცირე მარნები და სტარტაპები.

სტუმრები დააგემოვნებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმოებულ ღვინოებს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ქართულ ღვინოთან ერთად, ყველის, ჩირის, ქართული აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა, ასევე გაიმართება სხვადასხვა სახის გასართობი პროგრამა.

ფესტივალის მიზანს ქართული ღვინის პოპულარიზაცია და საქართველოში ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდა წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები