„თამადა მანჰეტენზე“ – მოძრაობის თეატრი ქართულ-ამერიკული სპექტაკლის პრემიერისთვის ემზადება

მოძრაობის თეატრი ვაშინგტონის თეატრის Company E-სთან ერთად, საინტერესო პროექტისთვის ემზადება. “თამადა მანჰეტენზე” (TAMADA IN MANHATTAN) – ამ სახელწოდებით ქართულ-ამერიკული წარმოდგენა ბროდვეის მიუზიკლის ფორმატში იქნება. ერთობლივი მუსიკალური სპექტაკლის პრემიერა 12-13 ოქტომბერს მოძრაობის თეატრში შედგება.

მიუზიკლი ქართულ ტრადიციულ  სადღეგრძელოებზე აგებული ამბავია, სადაც ტრადიციების მატარებელი თამადა 60-იანი წლების ნიუ იორკში ხვდება. მოთხრობილია სევდიანი ისტორია, თუ როგორ ცდილობს თამადა ტრადიციების შენარჩუნებას მანჰეტენის ქაოტურ ყოფაში. რეჟისორი პოლ გორდონია, ავტორი იოსებ ბაკურაძე. პროექტი ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები