“ქართული ტურიზმი: ხარისხიანი და იაფი”

პოპულარულმა რუსულენოვანმა ინტერნეტგამოცემამ “Настоящее Время” საქართველოში ტურისტების ზრდის შესახებ სიუჟეტი მოამზადა – “ქართული ტურიზმი: ხარისხიანი და იაფი”

სხვადასხვა ქვეყნებში ტურიზმის სფეროში არსებული კრიზისის მიუხედავად საქართველო სულ უფრო პოპულარული ტურისტული მიმართულება ხდება.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ქვეყანას სულ უფრო მეტი საერთაშორისო მოგზაური სტუმრობს. მარტო ივლისში საქარველოს 737 ათასი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 5%-ით მეტია. ვიზიტორებს შორის ლიდერობენ: სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და უკრაინის მოქალაქეები.

სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის ტურიზმიდან შემოსული თანხები ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ საქართველო მაქსიმალურად ამარტივებს ქვეყანაში შემოსვლას, ბევრი ქვეყნის მოქალაქეებისათვის მარტივდება სავიზო რეჟიმი.

„სულ უფრო იზრდება უცხოეთის მოქალაქეების მხრიდან საკრედიტო ბარათებით ფულადი ოპერაციები. მთლიანობაში ტურიზმიდან შემოსავლები დადებითად მოქმედებს ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობაზე.“ აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.
აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ომის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტების რაოდენობა რუსეთიდან. ივლისში საქართველოს რუსეთიდან 140 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ეს ყველაფერი მაშინ ხდება, როდესაც წლების განმავლობაში რუსულ მედიაში ძლიერი ანტიქართული პროპაგანდაა.

ჩვენ დანამდვილებით ვიცოდით, რომ საქართველოში არანაირი დაძაბულობა არ არსებობდა უბრალო ხალხს შორის. ისეთი სიტუაციაა, რომ ჩვენს ბევრ მეგობარს სურს საქართველოში ჩამოსვლა და ჩვენ ვურჩევთ მათ საქარველოს მონახულებას“, აცხადებენ დიმიტრი და ალიონა, რომლებიც საქართველოში მოსკოვიდან ჩამოვიდნენ.

„სიმართლე გითხრათ, პოლიტიკიდან გამომდინარე ვფიქრობდი, რომ რუსულად მოსაუბრე ადამიანების მიმართ ცივი ურთიერთობები იქნებოდა, მაგრამ ყველაფერი შესანიშნავად არის, ამბობენ მაგომედი და ზარგანი, რომლებიც დაღესტნიდან ეწვივნენ საქართველოს. წელს ევროპიდან და აზიიდან 300-ზე მეტი ჟურნალისტი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი ეწვია საქართველოს კურორტებს.CNN-ისა და Еuronews-ის ეთერში საქართველოს შესახებ საიმიჯო რგოლები ტრიალებდა. ასეთი აქტიური პიარკამპანიის შედეგად ევროპის სახელმწიფოებიდან შესამჩნევად გაიზარდა ტურისტთა რიცხვი.

ყველაფერი ძალიან იაფია, ეს ძალიან მაგარია, იაფი ტრანსპორტი.ესპანეთთან შედარებით გადაადგილება აქ ბევრად ნაკლები ჯდება, ტურიზმი საქართველოში არ არის ძვირი“, -აცხადებს ანხელესი, რომელიც საქართველოში ესპანეთიდან ჩამოვიდა.

უცნაური არქიტექტორული ძეგლების, ბუნებისა და სამზარეულოს გარდა უცხოელებს საქართველოში სტუმართმოყვარეობა იზიდავთ. უკრაინელები აქ განსაკუთრებულ ურთიერთობებს გრძნობენ.

„ყველა ცდილობს რომ შენზე იზრუნოს. ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია“, აცხადებენ ვერა და ტიმოთე, რომლებიც საქართველოს კიევიდან ესტუმრნენ.

იხილეთ სიუჟეტი:

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები