კატეგორია

მხოლოდ ქართული

იტალიაში თუში პოეტის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

21 ნოემბერს იტალიაში, პოეტ გიორგი რამაზაშვილის შემოქმედებითი საღამო სახელწოდებით "დეე, შენა-დ, თუშეთ..." გაიმართება. საღამოს ქალაქი ბარი უმასპინძლებს. ღონისძიება თუშური ფოლკლორით იქნება გაჯერებული. გარმონსა და ფანდურზე შესრულებული მთის…

“მიხარია, რომ გლეხის შრომა ფასდება” – კახეთში წარმოებული ჭაჭა ამერიკის ბაზარზე გაიყიდება

კახეთში წარმოებული “გლეხური ჭაჭა” ამერიკის ბაზარზე გაიყიდება. თელავში გამართულ “ჭაჭის ფესტივალზე” ოქროს მედალი ვეფხო ფიცხელაურის დამზადებულმა ვარდისფერი მუსკატის ჭაჭამ მოიპოვა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბაზარზე გასასვლელად მზადებაც…

ნინო ქათამაძე „ლილესთან“ ერთად ლევერკუზენში კონცერტს გამართავს

„მუსიკა ჩემშია - მე ვმღერი, ვუკრავ, ვმართავ კონცერტებს იმისათვის, რომ ჩემი ნაწილი გავუზიარო სხვას...“ ნინო ქათამაძე და ჯგუფი  „ლილე“ ლევერკუზენში 13 ნოემბერს კონცერტს გამართავენ. საღამოზე შესრულდება როგორც ცნობილი კომპოზიციები, ასევე…

ქართული „გემო“ მაინის ოფენბახში

გერმანიის ქალაქ ოფენბახში ქართული კაფე, სახელად „გემო“ გაიხსნა. კაფის სტუმრებს კვირის ნებისმიერ დღეს შეეძლებათ როგორც ქართული კერძების, ასევე ტკბილეულისა და ღვინის დაგემოვნებაც. ტრადიციულ ქართულ სამზარეულოსთან ერთად, კაფე ბავშვობის…

ანსამბლი „ბასიანი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში საშემოდგომო ტურნეს მართავს

ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ 11-დან  20 ნოემბრამდე შეერთებულ შტატებს ეწვევა და კონცერტებს ნიუ იორკში, ბერკლისა (კალიფორნია) და პრინსტონში გამართავს. გასტროლი საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს…

საქართველოს საელჩომ ნორვეგიაში ქართული ღვინოების დეგუსტაციას უმასპინძლა

„ღვინო ზღაპრული ქვეყნიდან“ - საქართველოს საელჩომ ნორვეგიაში ქართული ღვინოების დეგუსტაციას უმასპინძლა. შეხვედრაზე, ქართულ-ნორვეგიული სავაჭრო პალატისა (GNCC) და ნორვეგიული კომპანია Gvino-ს თანაორგანიზებით გაიმართა სემინარიც, რომელზეც…

სომხეთში „ვეფხისტყაოსნის“ სპეციალური გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა

სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, საქართველოს კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ნაციონალური ცენტრისა და ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, გაიმართა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" სპეციალური გამოცემის პრეზენტაცია. ღონისძიებას…

ლონდონის პრესტიჟულ უბანში ქართული ღვინის ბარი გაიხსნა

ლონდონში ქართული ღვინის ბარი - ,,Merton Café & Wine Bar” გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინოები და ქართული სამზარეულოს სხვადასხვა ელემენტები. ქართული ღვინის ბარი მდებარეობს ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ…

გამოფენა-კონცერტზე „ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“ ტრადიციული, მრავალხმიანი სიმღერები გაცოცხლდება

7 ნოემბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამოფენა-კონცერტი „ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“ გაიმართება. ღონისძიებაზე, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება 1930-იან, 50-იან და 70-იან წლებში ჭვანას მუსიკალურ ხეობაში…

ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის ხელშეწყობით, ლონდონში მოდის ჩვენება გაიმართება

ლონდონში, ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის ხელშეწყობით, ქართული მოდისა და დიზაინის კომპანია - ,,COMODE“ გამართავს მოდის ჩვენებას. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა pop-up ჩვენება და ნიმუშების გაყიდვა.  ღონისძიება 5-6 ნოემბერს შედგება.…

ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციაში დაცული დავით აღმაშენებლის მონეტა საქართველოშია

ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციაში დაცული დავით აღმაშენებლის უნიკალური მონეტა საქართველოშია და მისი ნახვა გამოფენაზე, ეროვნულ მუზეუმშია შესაძლებელი. ბრიტანეთის მუზეუმში დაცული სპილენძის მონეტა, რომელიც მსოფლიოში პირველად, საქართველოს ეროვნულ…

აშშ-ში საერთაშორისო გამოფენაზე ქვევრის ღვინოს ეცნობიან

ქვევრის ღვინის მწარმოებელები აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში მიმდინარე ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში ,,RAW Wine” (The Artisan Wine Fair) მონაწილეობენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით,  მიმდინარე წელს, საქართველოდან გამოფენაში…