იტალიაში თუში პოეტის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

21 ნოემბერს იტალიაში, პოეტ გიორგი რამაზაშვილის შემოქმედებითი საღამო სახელწოდებით "დეე, შენა-დ, თუშეთ..." გაიმართება. საღამოს ქალაქი ბარი უმასპინძლებს. ღონისძიება თუშური ფოლკლორით იქნება გაჯერებული. გარმონსა და ფანდურზე შესრულებული მთის…

„ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში“  – რომში ანტისაოკუპაციო ექსპოზიცია გაიხსნა

იტალიის დედაქალაქი ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 90-იანი წლებიდან დღემდე, სხვადასხვა პერიოდში გადაღებული ფოტოები, რომლებიც ომსა და დევნილი მოსახლეობის ტრაგედიას ასახავს.…

ზუგდიდი კოლხური ღვინის პირველ ფესტივალს უმასპინძლებს

24 ნოემბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალი “დია“ გაიმართება. კოლხური ღვინის პირველ ფესტივალზე უძველესი მეგრული ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია და…

ქართველი მწერალი გერმანიის მწერალთა კავშირის იუბილეზე მიიწვიეს

გერმანიის მწერალთა კავშირი 15 ნოემბერს  იუბილეს ზეიმობს და ლიტერატურულ მარათონს აწყობს, რომელშიც ქართველი მწერალი და მთარგმნელი, ირმა შიოლაშვილიც მიიღებს მონაწილეობას. „50 წელი და 50 ლიტერატურული მინიატურა“- ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელსაც…

ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ღაზას სექტორიდან ნასროლი ათობით რაკეტასთან დაკავშირებით, ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და სამოქმედო ინსტრუქციას აცნობს. საელჩოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „მოქალაქეთა საყურადღებოდ!…

საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა საქართველოში, ისტორიულ 8 მილიონს გადააჭარბა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, 10 თვეში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა საქართველოში პირველად ისტორიულ 8 მილიონს გადააჭარბა და 8 020 230 შეადგინა.…

ქართულად ამეტყველებული სტუდენტები თურქეთიდან და ემოციურად შესრულებული ,,სულიკო“

თურქეთის ქალაქ დუზჯეს უნივერსიტეტში ქართული ენა 2013 წლიდან ისწავლება. ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს პროფესორები მაკა სალია, შორენა ლომაია, ნანა კაჭარავა, მარინა სულხანიშვილი და ფევზი…

16 ნოემბერს პოლონეთში კავკასიის დღე აღინიშნება

„კავკასიის დღის“ ფარგლებში ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ  ცეკვის მასტერკლასსა და კულინარიულ შეჯიბრში, დააგემოვნონ ქართული ღვინო და ტრადიციული კერძები. ფესტივალის მეორე ნაწილი ოფიციალურ სემინარებსა და…

გიორგი ჯანჯღავა დუზჯეს უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებს და პროფესორებს შეხვდა

11 ნოემბერს, საქართველოს ელჩმა თურქეთში გიორგი ჯანჯღავამ, დუზჯეში შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის რექტორთან ნიგარ დემირჯან ჩაქართან. შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა დუზჯეს უნივერსიტეტის რექტორს მადლობა გადაუხადა ქართული ენისა და ლიტერატურის…

„ზამთრის აჭარა“ პოლონური გამოცემის გვერდებზე

პოლონური გამოცემა, “Wrocław” აჭარის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. როგორც ავტორები აღნიშნავენ, ზღვისპირა რეგიონი ზამთარშიც არანაკლებ საინტერესოა ტურისტებისათვის. „აჭარის მთები ნამდვილი სამოთხეა ექსტრემალური მოგზაურობის მოყვარულთათვის,…