19 ივლისს, ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალის “ოქროს გარგარის” დაჯილდოება გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს კინოინსტიტუტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კინოფესტივალზე ალექსანდრე კობერიძის ფილმს “ხმელი ფოთოლი” კინოკრიტიკოსთა ასოციაციის FIPRESCI-ის პრიზი გადაეცა, რეგიონულ კონკურსში კი ვერცხლის გარგარი დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ “ოქროს გარგარმა” გასულ წელს A კლასის კინოფესტივალის სტატუსი მიიღო.