იუნიორთა შორის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში თელავში J30 Telavi GTF CUP 2026 ჩატარდა, რომელშიც 17 ქვეყნის 96 სპორტსმენი მონაწილეობდა.
ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელებმა წარმატებით იასპარეზეს. ქართველი ჩოგბურთელი ანა ჩაჩხუნაშვილი ერთეულთა და წყვილთა თანრიგებში ტურნირის ჩემპიონი გახდა; ზუკა ყაჭეიშვილმაც წყვილთა თანრიგში მოიპოვა ჩემპიონის ტიტული; მარიამ მამულაშვილმა და ნინო თორიამ კი წყვილთა თანრიგში მეორე ადგილი დაიკავეს.
შეჯიბრება – J30 Telavi GTF CUP 2026 13 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა.