20 ივლისს, კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში ქართული სახელოვნებო – სამუსიკო განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და წარმატებული შემოქმედებითი ბიოგრაფიით გამორჩეული, თბილისის კონსერვატორიის ყოფილი პედაგოგების, ამაგდარი მამა-შვილის, კომპოზიტორ (რექტორი 1942-44წწ)- ივანე და დირიჟორ – ჯემალ გოკიელების ხსოვნისადმი მიძღვნილი კამერული მუსიკის საღამო გაიმართება.
გაჟღერდება გასულ საუკუნეში კომპოზიტორ ვანო გოკიელის მიერ შექმნილი უნიკალური შემოქმედების მუსიკალური ფრაგმენტები, აუდიტორიას წარედგინება – დირიჟორ – ჯემალ გიკიელის მიერ განვლილი წარმატებული სადირიჟორო მუსიკალური ცხოვრების ამსახველი აღდგენილი ვიდეო – აუდიო მასალა.
საღამოს საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობენ გოკიელების ოჯახის ევროპაში მოღვაწე შთამომავლებიც – შვილიშვილები, შვილთაშვილები.