ნიუ-იორკის ჯერალდ ლინჩის სახელობის თეატრმა (Gerald W. Lynch Theater) საქართველოს სამეფო უბნის თეატრის მსახიობებს უმასპინძლა, სადაც მათ ჟან ჟენეს ლეგენდარული პიესა „მოახლეები“ წარადგინეს.
სპექტაკლი ნიუ-იორკში ქართულ ენაზე, ინგლისური სუბტიტრების თანხლებით გაიმართა.
ჟან ჟენეს „მოახლეები“ (დაწერილი 1947 წელს) ფსიქოლოგიური დრამაა ორ მოახლე დაზე. პიესა ეფუძნება 1933 წლის რეალურ კრიმინალურ შემთხვევას საფრანგეთში (დები პაპენების საქმე), სადაც ორმა მოახლემ საკუთარი ქალბატონი და მისი ქალიშვილი სასტიკად მოკლა.