საქართველოს წყალბურთელთა 16-წლამდელთა ნაკრებმა, ესპანეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე BIWPA Summer Cup ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ტურნირში ევროპის 6 გუნდი მონაწილეობდა. ქართველი წყალბურთელები ფინალამდე წარმატებით მივიდნენ. გადამწყვეტ შეხვედრაში კი ესპანურ გუნდთან CE Montjuïc-თან 6:8 დამარცხდნენ და მეორე ადგილზე გავიდნენ.
როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრები (U16) 2-10 აგვისტოს ზაგრებში, 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.
0