ახალი ვარსკვლავი ქართულ ფარიკაობაში – დანიილ ტარასკინი 14 -წლამდელთა ევროპის პირველობის ჩემპიონია.
ახალგაზრდა სპორტსმენმა გასულ თვეში სენიორებში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი მოიგო, დღეს კი თავის ასაკში იზეიმა ჩემპიონობა და საქართველოს ამ ასაკში ევროპის პირველობაზე ისტორიაში პირველი ოქრო მოუტანა.
მწვრთნელი: ანტონინა კუვაევა.