თელავი Tennis Europe-ის 14-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირებს მასპინძლობს

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და Tennis Europe-ის ეგიდით, 2026 წლის ივნისში თელავი სამ 14-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს:
• Rena & Dato Cup | 6-13 ივნისი
• Sio Cup 2026 | 15-21 ივნისი
• Telavi Open 2026 | 22-28 ივნისი
სამივე ტურნირი Tennis Europe Category 3-ს განეკუთვნება და ახალგაზრდა ჩოგბურთელებს შესაძლებლობას აძლევს დააგროვონ მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება და მოიპოვონ Tennis Europe-ის რეიტინგისთვის საჭირო ქულები.
ტურნირების მიმართ მაღალი საერთაშორისო ინტერესი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მზარდ მნიშვნელობას ევროპის ახალგაზრდულ საჩოგბურთო კალენდარში.