„ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიური პერსონალი International Academic Week 2026-ში მონაწილეობდა

ლუბლიანაში, B2 Ljubljana School of Business-ის ორგანიზებით International Academic Week 2026 გაიმართა, რომელშიც „ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიურმა პერსონალმა მიიღო მონაწილეობა.
კვირეულის ფარგლებში უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და უმაღლესი განათლების ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე ვორქშოპები ჩაატარეს.
ევროპის უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროფესორმა ბესიკ ტაბატაძემ საერთაშორისო აუდიტორიას წარუდგინა ვორქშოპი „AI Assistant for Professors – Personalized Learning in Higher Education“, ხოლო ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ნიკოლაიშვილმა – „Blockchain Beyond Bitcoins – Reshaping Credentials, Ownership and Trust in Education“.