კადეტთა შორის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ქართველი მოჭადრაკეები წარმატებულ გამოსვლას აგრძელებენ

ბათუმში მიმდინარე კადეტთა შორის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ქართველი მოჭადრაკეები წარმატებულ გამოსვლას აგრძელებენ.
ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვეს და მაქსიმალური შედეგით დაწინაურდნენ:
  • ლილე სვანაძე (U10 გოგონები) – 3/3
  • მარიამ რეხვიაშვილი (U12 გოგონები) – 3/3
  • სარა სალთხუციშვილი (U12 გოგონები) – 3/3
შეგახსენებთ, რომ ბათუმი ამ დღეებში მსოფლიოს ასაკობრივი ჭადრაკის ცენტრად არის ქცეული – მსოფლიო თასის გათამაშებაში 67 ქვეყნის 700-მდე უძლიერესი ნორჩი მოჭადრაკე მონაწილეობს.
ასპარეზობა მიმდინარეობს 6 ტურნირად — გოგონებსა და ჭაბუკებს შორის U8, U10 და U12 ასაკობრივ კატეგორიებში. ჩემპიონატი 11 -ტურიანი შვეიცარიული სისტემით ტარდება, ამიტომ მონაწილეებს კიდევ არაერთი რთული და საინტერესო შეხვედრა ელით.