რომში მიმდინარე გრან-პრის გათამაშებაზე ანა ჯაფარიძემ  ოქროს მედალი, ხოლო გიორგი ნიკოლაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

რომში მიმდინარე გრან-პრის გათამაშებაზე ანა ჯაფარიძემ  ოქროს მედალი, ხოლო გიორგი ნიკოლაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ანა ჯაფარიძემ პირველ წრეში მასპინძელ, იტალიელ პარატაეკვონდოისტს სძლია, ხოლო ტურნირის მეორე ეტაპზე მოქმედი პარალიმპიური ჩემპიონი დაამარცხა.

ჯაფარიძემ ფინალში მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის პირველობის ოთხგზის გამარჯვებული და პარალიმპიური თამაშების ორგზის მედალოსანი, თურქი მერიემ ბეთიულ ჩავდარი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს შეჯიბრებაზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

გიორგი ნიკოლაძე პირველ წრეში მონღოლ მეტოქეს მოუგო, მეორეში თურქი დაამარცხა, მესამე წრეში კი ბრძოლა იაპონელ მოწინააღმდეგესთან დათმო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ანა ჯაფარიძეგიორგი ნიკოლაძე