აფროსანმა გიორგი გრიგოლიამ საერთაშორისო რეგატაზე – Blue Regatta ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თბილისის საიალქნო კლუბის 11 წლის სპორტსმენმა გიორგი გრიგოლიამ კვიპროსში გამართულ საერთაშორისო რეგატაზე Blue Regatta 13 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო საერთო ჩათვლაში მე-10 ადგილზე გავიდა.

„შეჯიბრება საკმაოდ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა. ქარის სიძლიერე 12-დან 20 კვანძამდე მერყეობდა, რაც მონაწილეებისგან მაღალ ტექნიკურ ოსტატობას, ფიზიკურ გამძლეობასა და სწორი ტაქტიკური გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვდა.

გიორგის შედეგი განსაკუთრებით დასაფასებელია, რადგან ბოლო საშეჯიბრებო დღის პირველ რბოლაში ფალშ-სტარტისთვის მიღებული დისკვალიფიკაციის მიუხედავად, მან არ დაკარგა კონცენტრაცია და დარჩენილ რბოლებში შეძლო ღირსეული გამოსვლა. საბოლოოდ, გამოცდილ და მასზე უფროს მეტოქეებს შორის მოწინავე ადგილები დაიკავა და საერთაშორისო რეგატა წარმატებით დაასრულა“, – წერია თბილისის საიალქნო კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გრიგოლიათბილისის საიალქნო კლუბი