საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა ტანმოვარჯიშეებმა 23 მედალი მოიპოვეს

სომხეთში, ქალაქ გიუმრიში, გაიმართა საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში, რომელშიც 18 კლუბიდან 280 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ნელი სალაძის აკადემიის სპორტსმენებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს და კიდევ ერთხელ ღირსეულად წარმოაჩინეს საქართველო საერთაშორისო არენაზე.

შედეგები:

გუნდურ ნომერში 🥇 ათი ოქროს მედალი

ინდივიდუალურ პროგრამაში 🥇 ათი ოქროს და 🥈 სამი ვერცხლის მედალი.

ტურნირზე ნელი სალაძის აკადემიას ხელმძღვანელობდნენ მწვრთნელები სალომე ოთარაშვილი და სალომე ურუშაძე, რომელიც პარალელურად ტურნირის მსაჯთა კოლეგიის წევრიც იყო.