აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი თორნიკე ბუკია, სრული დაფინანსებით, სწავლას Erasmus Mundus ერთობლივ ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე მდგრადი კატალიზის მიმართულებით (Sustainable Catalysis) აგრძელებს.
სამაგისტრო პროგრამა ხორციელდება ოთხი უნივერსიტეტის თანამშრომლობით: University of Poitiers (საფრანგეთი), University of Padova (იტალია), University of Aveiro (პორტუგალია) და Univesity Rovira i Virgili (ესპანეთი).