ისტორიაში პირველად საქართველო მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს

ევროპის მაგიდის ჩოგბურთის გაერთიანების მმართველობითი საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით საქართველო, თბილისი, 2029 წელს მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს. გადაწყვეტილება პორტუგალიაში, ქალაქ პორტუში, მმართველობითი საბჭოს გაერთიანებულ სხდომაზე გამოცხადდა.

საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის ინფორმაციით, მმართველობითი საბჭოს სხდომაზე  მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის განვითარების მენეჯერმა ზურაბ ბერუკაშვილმა საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. შალვა გოგოლაძემ  ევროპის მაგიდის ჩოგბურთის გაერთიანების პრეზიდენტ პედრო მოურას და მმართველობითი საბჭოს წევრებს საქართველოსთვის გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

მაგიდის ჩოგბურთის  ახალგაზრდული ჩემპიონატი კავკასიის რეგიონში  პირველად ჩატარდება. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 2029 წლის ივლისში თბილისში გაიმართება.

მაგიდის ჩოგბურთი