კინოდაჯილდოება “ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია

კინოდაჯილდოება “ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – ქართველი და საერთაშორისო კინოპროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც არიან – ანგელა შანელეკი, თეო ხატიაშვილი, მალგორჟატა შუმოვსკა,გიორგი შველიძე, ლეა გლობი – გამოავლინა 2026 წლის ნომინანტები:

საუკეთესო ფილმი:

  • მილი
  • არავინ არ ჩანს
  • ხმელი ფოთოლი
  • თემორე
  • ქართლის ცხოვრება

 საუკეთესო რეჟისორი:

  • არავინ არ ჩანს – კოტე კალანდაძე
  • ქართლის ცხოვრება – თამარ კალანდაძე, ჟულიენ პებრელი
  • ცხრათვიანი კონტრაქტი – ქეთევან ვაშაგაშვილი
  • ხმელი ფოთოლი – ალექსანდრე კობერიძე

საუკეთესო ოპერატორი:

  • მილი – შალვა სოყურაშვილი
  • ქალაქის ხმაური – შალვა სოყურაშვილი
  • ხმელი ფოთოლი – ალექსანდრე კობერიძე
  • ქართლის ცხოვრება – თამარ კალანდაძე, ჟულიენ პებრელი

 საუკეთესო მონტაჟი:

  • ხმელი ფოთოლი – ალექსანდრე კობერიძე
  • თემორე – ანკა გუჯაბიძე, ლევან ბუთხუზი
  • არავინ არ ჩანს – კოტე კალანდაძე
  • ცხრათვიანი კონტრაქტი – ვერონიკა სკოტი, ბერნადეტ ტუზა-რიტერ

საუკეთესო კინომუსიკა:

  • არავინ არ ჩანს – კოტე კალანდაძე
  • ხმელი ფოთოლი – გიორგი კობერიძე
  • ქართლის ცხოვრება – ნიკა ფასური
  • მილი – ლაშა ცქვიტინიძე

 საუკეთესო მსახიობი:

  • თაკი მუმლაძე – არაფერი ბრუნდება, არაფერი მეორდება, ყველაფერი რეალურია
  • ნინი იაშვილი – ქალაქის ხმაური
  • ტატო ოქრიაშვილი, საბა წიკლაური, რატი აბრამიშვილი – მილი
  • ლაშა გომელაური – ქალაქის ხმაური

კინოპრემია „ელისოს“ 2026 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფისტები ტრადიციულად 14 ივნისს გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში გამოვლინდებიან.

ნატო ვაჩნაძის ფონდის ორგანიზებული კინოდაჯილდოება „ელისო“ წელს მესამედ გაიმართება და მიზნად ისახავს ქართული კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობასა და თანამედროვე კინემატოგრაფისტების მხარდაჭერას.