შანხაის აეროპორტებსა და ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი სარეკლამო ბანერები განთავსდა

ITB China 2026-ის ფარგლებში, სადაც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა, შანხაის აეროპორტებსა და ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი სარეკლამო ბანერები განთავსდა.
კამპანიის ფარგლებში განთავსდა 160 სარეკლამო ბანერი, რომელთა მიზანი საქართველოს, როგორც მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქვეყნის შესახებ ცნობადობის გაზრდა იყო.
შანხაიში საქართველოს შესახებ სარეკლამო კამპანიის სავარაუდო აუდიტორია 7.5 მილიონ ადამიანს შეადგენს.