საქართველოს 15 წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა უნგრეთის ქალაქ ეგერში გამართული საერთაშორისო ტურნირი 8 მედლით დაასრულა.
მთავარი მწვრთნელის, ლაშა ოჩიგავასა და დამხმარე მწვრთნელის, ილია ცაავას ხელმძღვანელობით, ჩვენი ნაკრების წევრებმა 4 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონები რამილ მახმუდოვი (52კგ); გიორგი კანდიაშვილი (60კგ); ნიკა ჯანჯღავა (80კგ) და ლუკა გოგიაშვილი (90კგ) გახდნენ.
ვერცხლის მედლები ნიკოლოზ ხოფერიას (40კგ), ჯესუვ კახრამანოვსა(46კგ) და ზაქარია წიკლაურს (66კგ) ერგოთ.
ბრინჯაო ივანე მოსულიშვილმა (63კგ) მოიპოვა.