ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, თბილისსა და კახეთის რეგიონში „თბილისის გასტრონომიული კვირეული“ (Tbilisi Gastro Week) ოფიციალურად გაიხსნა.
წელს პროექტი საიუბილეო, მეხუთე სეზონს აღნიშნავს და მასშტაბური საერთაშორისო პროგრამით ქართული გასტრონომიული პოტენციალის წარმოჩენას ისახავს მიზნად.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალი, რომელიც 31 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით იმართება, საქართველოში მსოფლიო დონის მიშლენის ვარსკვლავის მქონე შეფებს, სომელიეებსა და გასტრონომიის ექსპერტებს მასპინძლობს.
პროექტის მთავარი მიზანი თანამედროვე ქართული გასტრონომიული პლატფორმის განვითარება და ჩვენი ქვეყნის უნიკალური ღვინის კულტურისა და პროდუქტების საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო მყარად დამკვიდრებაა.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ღვინის ეროვნული სააგენტო, თბილისის მერია და გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაცია.