წყალტუბოში ევროპის ჩემპიონატი „სთრონგმენის“ ძველი სკოლის წესებით ჩატარდა. ქართველმა სპორტსმენებმა უფროსებს შორის შეჯიბრებაზე შვიდი მედალი მოიპოვეს, აქედან ოთხი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალია.
უფროსებს შორის ჩემპიონობა თორნიკე სამხარაძემ (-90 კგ), ლაშა ჯოხაძემ (-105 კგ), ვალიკო ფიფიამ (-120 კგ) და ავთანდილ ყარმაზანაშვილმა (+120 კგ) იზეიმეს, ვიცე-ჩემპიონი ნიკა სამხარაძე (80 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი ჯუმბერ ნავერიანმა (90 კგ) და ჭაბუკი ჭიღლაძემ (+120 კგ) მოიპოვეს.
ღონისძიებას საქართველომ პირველად უმასპინძლა და მასში 11 ქვეყნის 100-ამდე სპორტსმენი მონაწილეობდა.