გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე საქართველოს შვიდკაცა ნაკრები ბელგიისა და იტალიის ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდა. ორივე შეხვედრაში გამარჯვება ქართველმა მორაგბეებმა მოიპოვეს. საქართველოს შვიდკაცა ნაკრებმა ბელგიის ნაკრებს 14:12 სძლია, ხოლო იტალიის ნაკრები 26:19 დაამარცხა.
საქართველოს რაგბის შვიდკაცა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპის G ჯგუფის მესამე შეხვედრას 4 ივლისს ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.