ესპანეთში ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. Classic Physique-ს კატეგორიაში (175 სმ. კატეგორია) მინდია ჭინჭარაულმა პირველი ადგილი დაიკავა და Mr. Europe-ის ტიტული მოიპოვა.
ასევე Classic Physique-ს კატეგორიაში, თავისი სიმაღლის კატეგორიაში მეოთხე ადგილი დაიკავა სანდრო დავითურმა. ფინალში ასევე თეონა დადეშქელიანმაც იასპარეზა.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.