ბაქოში ტანვარჯიშის ევროპის თასი მიმდინარეობს. ნიტა ჯამაგიძემ გურზებით ვარჯიშში 26,200 ქულა დააგროვა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ასევე, ქართველი იუნიორების გუნდი 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.
დღეს ქართველი იუნიორების გუნდი – ნიტა ჯამაგიძის, ელენე ბაქრაძისა და მილა შავლაძის შემადგენლობით, Cross Battle-ში იასპარეზებს.