მსოფლიოს ტაიძი ცუანის მე-5 ჩემპიონატზე საქართველოს ტაიძის ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა

ბულგარეთის ქალაქ ბურგასში გამართულ მსოფლიოს ტაიძი ცუანის მე-5 ჩემპიონატზე საქართველოს ტაიძის (Taiji) ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა.
მასშტაბურ ტურნირში  44 ქვეყნის 400-მდე საუკეთესო სპორტსმენი მონაწილეობდა.
​ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
მაკა გაბესკირიამ ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო ლაშა სუმბულაშვილმა  ორი ბრინჯაოს მედალი.
დელეგაციას  ვასილ დუნდუა ხელმძღვანელობდა.