გერმანიაში გამართულ დრეზდენის მე-13 ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე წყალში ხტომაში, ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა.
3-მეტრიანი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომაში ვერცხლის მედალი მოიპოვეს გიორგი წულუკიძემ და ალექსანდრე ცხომელიძემ.
შეჯიბრებაში 17 ქვეყნის 130 სპორტსმენი მონაწილეობდა, რაც ამ წარმატებას კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის.