იტალიის ქალაქ კალიარიში მიმდინარე 23 -წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატზე ფარიკაობაში ქართველმა ხმლით მოფარიკავე ალექსანდრა კუვაევამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
სპორტსმენმა ფინალი ბულგარელ ვერონიკა ვასილიევასთან დათმო.
ალექსანდრა კუვაევა პირველი ქართველი ქალი მოფარიკავეა, რომელმაც 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა.
ხმლით მოფარიკავე ალექსანდრასთან ერთად, საქართველოს ისტორიაში, ამ ტურნირის პრიზიორები არიან: სანდრო ბაზაძე – ხმალი (ოქრო), ბექა ბაზაძე – ხმალი (ბრინჯაო), ნიკა შენგელია – ხმალი (ვერცხლი) და ლუკა ღაღანიძე – რაპირა (ბრინჯაო).