ვახტანგ ლოლუა და რამაზ ზოიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, 18 წლის ვახტანგ ლოლუამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ფინალში ქართველი ემინ სეფერშაევთან დამარცხდა.

ტურნირზე ვახტანგ ლოლუამ ჩვენს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.

ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებს მეორე ვერცხლის მედალი რამაზ ზოიძემ (77კგ) მოუპოვა.

ქართველმა ფინალური დაპირისპირება ოთხგზის ევროპის და ორგზის მსოფლიო ჩემპიონთან, სომეხ მალხას ამოიანთან დათმო.

ვახტანგ ლოლუარამაზ ზოიძე