ქართული საჭადრაკო ძალის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი საერთაშორისო არენაზე

გერმანიის ქალთა საჭადრაკო ბუნდესლიგა დასრულდა. ჩემპიონი გახდა SK Schwäbisch Hall, რომლის წარმატების მთავარი ბირთვი ქართული ჭადრაკის ლიდერები ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე იყვნენ.
“ჩვენმა ჩემპიონებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს კლუბის ტრიუმფში და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ქართული ქალთა ჭადრაკი მსოფლიო ელიტაში მყარად დგას.
განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ფინალური ტური:
ბელა ხოტენაშვილმა დაამარცხა ელვისებური ჭადრაკის ევროპის ჩემპიონი – ელინ რობენსი, ხოლო ლელა ჯავახიშვილმა უნგრეთის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს ჟოკა გაალს სძლია.
SK Schwäbisch Hall – ძლიერი სეზონი, 22-იდან 22 ქულა, დამსახურებული ჩემპიონობა და ქართული საჭადრაკო ძალის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი საერთაშორისო არენაზე!”, – ნათქვამია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბელა ხოტენაშვილილელა ჯავახიშვილი