ბათუმი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცში გოდერძი ბერდელიძემ 125 კგ დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა, რამინ შამილიშვილმა კი – 122 კილოგრამი და ბრინჯაოს დასჯერდა.
გოდერძი ბერდელიძემ აკვრაში გამოსვლისას ტრავმა მიიღო და ასპარეზობის გაგრძელება ვერ შეძლო. რამინ შამილიშვილმა აკვრაში 146 კგ დააფიქსირა, რაც მეექვსე შედეგი იყო, ორჭიდის ჯამში მოგროვებული 268 კილოგრამით კი მან მეოთხე ადგილი დაიკავა.