დაცული ტერიტორიების სააგენტო ბათუმში საერთაშორისო გამოფენა „Ebit 2026” – ში მიიღებს მონაწილეობას

30 აპრილიდან დაცული ტერიტორიების სააგენტო ბათუმში საერთაშორისო გამოფენა „Ebit 2026”-ში მიიღებს მონაწილეობას.
სპეციალურად მოწყობილ საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ აჭარის რეგიონში მდებარე დაცული ტერიტორიების – მტირალას, მაჭახელას, კინტრიშის, ქობულეთის და კოლხეთის ეროვნული პარკების ტურისტულ სერვისებსა და უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას.
“გამოფენის ფარგლებში, სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა ვირტუალური რეალობის (VR) სათვალეების მეშვეობით იმოგზაურონ საქართველოს უნიკალურ დაცულ ტერიტორიებზე.
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა „Ebit 2026“კომპანია Expo Batumi – ის ორგანიზებით გაიმართება და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება”, –  ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაცული ტერიტორიების სააგენტო