დანიილ ტარასკინი ანტალიის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია

დანიილ ტარასკინი, 14 -წლამდელთა შორის, ანტალიის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია(პირადი მწვრთნელი: ანტონინა კუვაევა).
ქართველმა დაშნით მოფარიკავემ ფინალში თურქი პოირაზ ნუზუმლაერი 15 – 6 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ მთელი ტურნირის განმავლობაში, ტარასკინის წინააღმდეგ შვიდ ქულაზე მეტის მოპოვება ვერც ერთმა მეტოქემ ვერ შეძლო და ქართველმა მოფარიკავემ ყველა დაპირისპირება მინიმუმ რვა ქულიანი უპირატესობით მოიგო.