ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია, ხოლო ტატო გრიგალაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონი

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალურ შეხვედრაში ქართველი სპორტსმენი რუსეთის წარმომადგენელ ტიმურ არბუზოვთან დამარცხდა.

ტატო გრიგალაშვილმა ფინალამდე მაგამედ ბორჩაშვილი, არის ზარაგკასი, ეეტუ იჰანამაკი და ზელიმ ტცკაევი დაამარცხა.

ევროპის ჩემპიონატზე ლუკა მაისურაძემ (90კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალურ შეხვედრაში მსოფლიო ჩემპიონმა სერბეთის ნაკრების წევრი ნემანია მაიდოვი ვაზარით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა.

ლუკა მაისურაძემ 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალამდე რიმ ფრიდმან ზილბერშტეინს, ისლამ სოგენოვს, ივაილო ივანოვსა და ალექს კრეტს სძლია.

2026 წლის კონტინენტის პირველობაზე მაისურაძემ საქართველოს დელეგაციას მეხუთე მედალი მოუტანა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ხოლო ვერცხლის მედალი ქართულ დელეგაციას გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) შესძინეს.

ევროპის ჩემპიონატილუკა მაისურაძეტატო გრიგალაშვილი