დასრულდა ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატის რეგისტრაცია.
ტურნირში მონაწილეობას მიიღებს ევროპის 29 ქვეყნის 151 მონაწილე, მათ შორის 31 ქართველი.
Საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, ღონისძიება გაიმართება ქალაქ ბათუმში, ა/წ 24 მაისიდან 6 ივნისამდე.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების კენჭისყრის კომისიის თავმჯდომარედ დანიშნულია ქართველი საერთაშორისო არბიტრი და ორგანიზატორი დათო კოდუა.
დათო კოდუა ასევე იქნება ფიდეს მსაჯთა სემინარის დირექტორი. სემინართან ერთად ჩატარდება შესაბამისი ტესტირება. მნიშვნელოვანია, რომ ცოდნასთან ერთად წარმატებული მსაჯები მიიღებენ ფიდესა და საერთაშორისო არბიტრის ტიტულებს.