საქართველოს უშუს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თერთმეტი მედალი მოიპოვა

შვედეთმა უშუს ევროპის მე-19 ჩემპიონატს უმასპინძლა. კონტინენტის პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა უშუისტებმა. ჩემპიონატში ტაოლუსა და სანდას ნაკრებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და შვიდი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სანდას ნაკრებიდან ოქროს მედლები საბა ბუთხუზმა და დავით ნაზაროვმა, ვერცხლი ალექსანდრე კუჭავამ, ბრინჯაო კი ნიკოლას მასხულიამ და ნიკა ბაღიშვილმა მოიპოვეს. ტაოლუს ნაკრებიდან ვერცხლი და ბრინჯაო მარიამ არზიანმა, ვერცხლისავე მედლები კი მათე კორთხონჯიამ და გვანცა ქარჩავამ მიიღეს. ნიკოლოზ ნუცუბიძემ კი ტურნირი ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ევროპის ჩემპიონატზე ოცდაცამეტი ქვეყნის ხუთასი სპორტსმენი ასპარეზობდა.