საქართველოს კანოესა და აკადემიური ნიჩბოსნობის ახალგაზრდულმა ნაკრებმა აზერბაიჯანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე თორმეტი მედალი მოიპოვა

საქართველოს კანოესა და აკადემიური ნიჩბოსნობის ახალგაზრდულმა ნაკრებმა აზერბაიჯანის ქალაქ  მინგეჩაურში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე „პრეზიდენტის თასი – 2024“ მონაწილეობა მიიღო. ჩემპიონატში, რომელშიც ოცი ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ, ქართველმა ნიჩბოსნებმა ხუთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ტურნირში გუნდური პირველი ადგილიც დაიკავა.

მედლები ასე გადანაწილდა:

ოქროს მედალი:

სანდრო თეზელაშვილი – ერთადგილიანი კაიაკი, 200 მეტრი;

გიორგი ეკალაძე – ერთადგილიანი კანოე, 200 მ;

ვახტანგ მამულაშვილი, ნიკოლოზ წიკლაური – ორადგილიანი კაიაკი, 500 მ;

ვახტანგ მამულაშვილი, ნიკოლოზ წიკლაური – ორადგილიანი კაიაკი, 200 მ;

გიორგი კაპანაძე, ნიკოლოზ იორდანიშვილი – ორადგილიანი აკადემიური ნიჩბოსნობა, 1000 მ.

ვერცხლის მედალი:

გიორგი ეკალაძე – ერთადგილიანი კანოე, 500 მეტრი;

გიორგი ეკალაძე – ერთადგილიანი კანოე, 1000 მ.

ბრინჯაოს მედალი:

გიორგი კაპანაძე – აკადემიური ნიჩბოსნობა, 1500მეტრი;

სანდრო თეზელაშვილი – ერთადგილიანი კაიაკი, 500მ;

სანდრო თეზელაშვილი, ნიკოლოზ ჭეიშვილი – ორადგილიანი კაიაკი, 500 მ;

იოანე ნებიერიძე – ერთადგილიანი კანოე, 1000 მ;

ნიკოლოზ ჭეიშვილი – ერთადგილიანი კაიაკი, 1000 მ.