გოგა დარციმელიამ და ჰენრი ვეკუამ კანადაში სემინარი ჩაატარეს

კანადაში, ქალაქ ბრამტონში, ონტარიო კარატეს ფედერაციის პრეზიდენტის, ბატონი  შივა ვადილევუს მიწვევით ჩატარდა სემინარი კარატეში. სემინარი ჩაატარა ჩვენი ფედერაციის დამფუძნებელმა და გამგეობის წევრმა, გოგა დარციმელიამ და  კანადაში ახლად გახსნილი კლუბი კარატეს აკადემიის პრეზიდენტმა, ჰენრი ვეკუამ.

ონტარიო კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა გოგა დარციმელიას და ჰენრი ვეკუას მადლობა გადაუხადა  და მათ შორის შედგა შეთანხმება თვეში ერთხელ, კანადის სხვადასხვა ქალაქებში პირადად გაუწევს სემინარების ორგანიზებას კარატეში.